წმინდანის მეუღლე - 8 ივლისს შესრულდა 80 წელი ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის გარდაცვალებიდან

ეს ამბავი სასიხარულოა მთელი საქართველოსთვის და ყველა წიგნიერი ქართველისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი. ამ ამბავთან ერთად მე იმანაც გამახარა, რომ განახლებული მუზეუმის დირექტორად ჩემი კოლეგა რუსლან ურუშაძე დაუნიშნავთ და მასაც უკვე გაუშლია მრავალმხრივი მუშაობა მუზეუმის კეთილმოსაწყობად და წმინდანად შერაცხული თანასოფლელის საქმეების საპროპაგანდოდ. მას ექვთიმე თაყაიშვილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნაც განუზრახავს. ნინო პოლტორაცკაიას გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩემი ეს წერილი სწორედ ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის ახალდანიშნული დირექტორის თხოვნით იწერება.
დიდუბის პანთეონში 1987 წლის 22 თებერვლის ამინდი იდგა. ექვთიმე თაყაიშვილს მეუღლეს – ნინო პოლტორაცკაიას ვასაფლავებდით. მეორედ ვასაფლავებდით, გარდაცვალებიდან 56 წლის შემდეგ, მის შემდეგ გარდაცვლილი მეუღლის გვერდით.
ექვთიმე თაყაიშვილი დიდუბეში მისი დაბადების მე-100 წლისთავზე გადმოასვენეს 1963 წელს, მანამდე ათი წლით ადრე კი მისი ცხედარი სულ რამდენიმე კაცმა გააცილა ვაკის სასაფლაოსკენ. სიცოცხლის ბოლო წლები მომავალმა წმინდანმა საბჭოთა უშიშროების თანამშრომელთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ფაქტობრივად შინაპატიმრობაში გაატარა. მაგრამ მას ეს ნაკლებად ადარდებდა. მრავალწლიანი ლტოლვილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული და ვალმოხდილი მოღვაწე უცხოეთს დარჩენილი მეუღლის საფლავზეღა სწუხდა.
პარიზში გამომავალი გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“ 1931 წლის 67-ე ნომერში წერდა:
„ჩვენს ემიგრაციას კიდევ გამოაკლდა ერთი მეტად თვალსაჩინო პიროვნება. სოფ. ლევილში ამა ივლისის 8-ს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ისტორიკოსისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგის ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ქ-ნი ნინო... იგი 1895 წელს დაქორწინდა ახალგაზრდა მეცნიერ ექ. თაყაიშვილზე და მთელი ოცდათექვსმეტი წელიწადი იყო თავისი ქმრის ერთგული მეგობარი, თანაშემწე მუშაობაში და ტვირთის შემამსუბუქებელი. ქ-ნი ნინო მეტად თავმდაბალი ადამიანი იყო, არ უყვარდა თავის გამოჩენა, მაგრამ მისი მაღალი სულიერი თვისებები საყოველთაო ყურადღებას იპყრობდენ და მისი მაღალი ბუნება, მუდამ მოსიყვარულე, გულშემატკივარი, თავაზიანი, პატივისმცემელი, ყველას ხიბლავდა და იზიდავდა. დამატკბობელი იყო მასთან საუბარი, განათლებული გონების და თბილი გულის პატრონი და ღრმა მამულიშვილის მსჯელობის მოსმენა. მისი სახე მარად დაუვიწყარი იქნება არა მარტო ახლობლების გულში, არამედ სიყვარულით მოიგონებენ ყველანი, ვინც ერთხელ მაინც შეხვედრიან მას.“
სიცოცხლის მიწურულს, გამუდმებული შეჭირვებითა და ავადმყოფობით დაუძლურებულ ნინოს ალბათ აღარც კი ახსოვდა, რომ ის კვლავ თავისი უსაყვარლეს პარიზში იყო, სადაც სტუდენტობის ბედნიერი წლები გაატარა, სადაც მუსიკას სწავლობდა და სადაც თავის დროზე კონსერვატორიის დიდი ოქროს მედლითაც დააჯილდოვეს. რას იფიქრებდა ცნობილი თბილისელი იურისტის ნებიერი ქალიშვილი, როცა პირველად ჩავიდა პარიზში, რომ ბედი ასეთ განსაცდელს უმზადებდა. ამას ვერც მაშინ წარმოიდგენდა, როცა მეუღლესთან ერთად სამშობლო დატოვა და კვლავ პარიზში აღმოჩნდა ემიგრაციაში, როცა უკან ყველა გზა მოჭრილი იყო და წინ რა ელოდათ, არავინ იცოდა.
გაწითლებული თბილისის დატოვება ისე მოულოდნელად და სწრაფად მოუხდათ, რომ მაგიდაზე ჭურჭელი ასალაგებელი დარჩათ და სარეცხიც არ ჩამოუხსნიათ. დემოკრატიული საქართველოს მთავრობას ქვეყნის მთელი სამუზეუმო განძეულობა თბილისიდან გასაზიდად გაემზადებინა და მის მცველად და მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაედგინა. ერთ ღამეში ჩაულაგებიათ მთელი სამუზეუმო ქონება ვეება ყუთებში. ექვთიმე ნაგვის დროგით მისულა რკინიგზის სადგურში, მისი მეუღლე – ფეხით. 24 თებერვალს ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა ჯერ ქუთაისს გაიხიზნა, მერე – ბათუმში, მაგრამ ბოლშევიკებმა ისე მოაქციეს საქმე, რომ მენშევიკურ მთავრობას საზღვარგარეთ გაქცევის მეტი გზა აღარაფერი დარჩენოდა და ექვთიმეც ქვეყნის მთავრობასთან და საქართველოს განძთან ერთად საფრანგეთში აღმოჩნდა.
მეოთხედი საუკუნე დარაჯად ედგა ექვთიმე თაყაიშვილი ამ განძს, ათასგვარ ცდუნებასა და შემოტევას გაუძლო, მსოფლიო საუკეთესო მუზეუმების დიდად სარფიანი წინადადებები იქნებოდა ეს, გერმანელთა ოკუპაცია თუ უმძიმესი სასამართლო პროცესები; გაუძლო და ყველაფერი უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ორიოდე კვირით ადრე, როცა სტალინმა და დე გოლმა განძის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილი არათუ ქართველ ემიგრანტთა შორის, საერთოდაც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო მსოფლიოში, მაგრამ სწორედ ის მეოთხედი საუკუნე შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა. სიკვდილამდე ექვთიმეს ამ მოწამეობრივ ცხოვრებას და ვეება პასუხისმგებლობას ინაწილებდა მისი ღირსეული მეუღლეც, მერე კი ექვთიმემ მარტო ეზიდებოდა საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის მძიმე და საპატიო ტვირთს.
ნინოს გარდაცვალება ერთ ბრმა შემთხვევას მოჰყვა.
ექვთიმე თაყაიშვილი ასე უამბობდა იმ ამბავს თავის უმცროს მეგობარს იროდიონ სონღულაშვილს:
„რა მოგწერო, ჩემო კარგო, ქვა აღმართში მოგვეწია. ნინო ერთ ბნელ საღამოს დაეცა. ჯოჯოხეთური ღამე გავატარეთ. მეორე დღეს ექიმის თანხლებით, სპეციალური კარეტით ჩავიყვანეთ პარიზში და საავადმყოფოში მოვათავსეთ. მორჩენის პროცესი ხანგრძლივი იქნება. სულ უკანასკნელი 100 დღე მაინც უნდაო. ეს უფრო აწუხებს, რომ ვეღარ მივლის. ვცდილობთ, ეს ბედისწერაც გადავიტანოთ.“
ვერ გადაიტანეს. ოცი თვის მანძილზე ექვთიმე ერთი საათითაც არ მოშორებია მომაკვდავი მეუღლის საწოლს. იმავე იროდიონ სონღულაშვილს იგი დაზაფრული წერს:
„ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება. ნინო აღარ მყავს! ეს ალბათ საკმარისია, რომ ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდაც კარგად გაიგო. უბედური შემთხვევა საბედისწერო შეიქმნა, ოცი თვე იცოცხლა, მე ერთი საათითაც არ მოვცილებივარ მის საწოლს. საოცარი სიმშვიდით შეხვდა აღსასრულს. ორი დღით ადრე მითხრა, იქნებ მეც დედაჩემივით მალე გონება დავკარგო და ახლა მინდა ყველაფერი გითხრაო. ისე მომიალერსა და დამატკბო, რომ ვეღარ მოვითმინე, გული ამომესკვნა და ცრემლები მომერია. გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი მეგონეო. მეც ღონე მოვიკრიბე და ჩემი ვუთხარი, გავუხსენე მისი ამაგი, მისი სათნოება, მისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული. ამით თითქმის გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. მე ისე აღელვებული ვიყავი, რომ უკანასკნელი განკარგულება სხვებს დაავალა, მანდილოსნებს: დღეს ექვთიმემ იმდენი კარგი სიტყვა მითხრა, რომ სრულიად დამშვიდებით ვკვდებიო. კუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთო. ის სანთელი საქართველოდან ჰქონია წამოღებული. ათი წუთის შემდეგ უმტკივნეულოდ შეწყდა მაჯისცემა და სამუდამოდ მიიძინა... დაკრძალვას მთელი ქართველობა დაესწრო. ნინოს სათნოებას, ადამიანობას და კაცთმოყვარეობას აქ დიდი სახელი ჰქონდა“.
12 ივლისს ნინო პოლტორაცკაიას დაკრძალვას პარიზსა და ახლო-მახლო ადგილებში დამკვიდრებული მთელი ქართული ემიგრაცია დაესწრო. ისევ „დამოუკიდებელი საქართველოს“ ცნობა:
„ყველამ გულითადი გლოვით და ცრემლით მიაცილა მისი, თაიგულებითა და გვირგვინებით დაფარული კუბო უკანასკნელ განსვენების ადგილამდე და საფრანგეთის და უცხოეთის სხვა ადგილებიდან დეპეშებით თუ წერილებით ანუგეშეს მისი დამწუხრებული მეუღლე. ქართველების გარდა, დაკრძალვას დაესწრნენ სოფ. ლევილის ფრანგები და პარიზიდან ჩამოსული უცხოელები. სასაფლაოზე მხურვალე სიტყვები წარმოსთქვეს ქართულად მამა შალვა ვარდიძემ და ფრანგულად ქართველების დიდმა მეგობარმა, ეპისკოპოსმა გრაფენმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, სხვათა შორის, იმ გარემოებას, თუ ქ-ნი ნინო, საუცხოვო მცოდნე ფრანგულისა, როგორ ეხმარებოდა თავის ქმარს უკანასკნელი სამუშაოების დროს.“
ექვთიმემ მეუღლეს საფლავში მათი ჯვრისწერისდროინდელი კელაპტარი ჩაატანა. 1943 წლის 26 დეკემბერს დაწერილ თავის ანდერძში თავისთვისაც იგივე სთხოვა ანდერძის აღმსრულებლებს:
„დამმარხეთ სულ უბრალოდ, არც გვირგვინები, არც სიტყვა, ხოლო ვინაიდან მე ქრისტიანულ წესზე ვარ აღზრდილი, მინდა ქრისტიანულად დავიმარხო მღვდლის თანდასწრებით. ნინოს და ჩემი სასაფლაო სამუდამოდ ნაყიდია. ნასყიდობის ქაღალდი ამ ანდერძთან ინახება. ეხლანდელი ნინოს ძეგლი შეგიძლიათ ვინმე ჩვენს თანამემამულეს მოახმაროთ, ხოლო ჩვენ გამძლე ქვის ძეგლი დაგვიდგათ წარწერით: ჩონცესსიონ ა პერპეტუიტე და შემდეგ: პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი (1863-19--) და ნინო თაყაიშვილისა (1873-1931). სახელები ფრანგულადაც უნდა იყოს. თუ მოხერხდეს და ნება დაგრთონ, ცოტა მოზრდილი დაფნის ნერგები ჩარგით ოთხივე კუთხეში ძეგლისა.
შენიშვნა: ჩემს სკივრში თეთრეულებთან ინახება კელაპტრის დიდი სანთელი, რომელიც ჯვარისწერის დროს ვიხმარეთ ეკლესიაში. ნინოს წამოეღო, სიკვდილის შემდეგ უნდა დაგვინთონ კუბოს წინო და შემდეგ კუბოში ჩაგვატანონო. ნინოს ეს სურვილი ავუსრულე და მისი სურვილისამებრ მინდა მეც ამისრულოთ.“
ექვთიმემ მძიმედ განიცადა მეუღლის გარდაცვალება. დიდხანს გლოვობდა. მისი დიდი მწუხარება იმ პირად წერილებშიც აირეკლა, თანამემამულეებს რომ უგზავნიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ნინოს გარდაცვალებიდან მთელი წლის მანძილზე ექვთიმეს ყველა წერილი სამგლოვიარო, სპეციალურ შავაარშიამოვლებულ ფურცლებზეა დაწერილი.
ერთ ასეთ წერილს 1931 წლის 17 ნოემბერს წერს თამარ და აკაკი პაპავებს ბრიუსულიდან, სადაც იგი ცნობილი მრეწველის ალექსანდრე ჯაყელის ოჯახში სტუმრობდა საკმაოდ დიდხანს:
„ჩემზე რა მოგწეროთ. ზოგჯერ დიდი მწარე ფიქრები მიპყრობენ, როდესაც ნინოს ვიგონებ. დღეს მივდივარ საფრანგეთში რამოდენიმე დღით ნინოს საფლავის სანახავად“.
ბელგიიდან კი მიდიოდა ლევილში მეუღლის საფლავის მოსანახულებლად, მაგრამ საქართველოდან, თანაც შინაპატიმრობაში მყოფი, ამავეს ვერ გააკეთებდა. ამიტომ იყო, რომ ასე წუხდა ნინოს საფლავის გამო.
„82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული. საშუალება მომეცა, ჩემს უნივერსიტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა, ოღონდ ძალზე მიკლავს გულს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული“.
შემთხვევითი არ იყო, რომ ნინო პოლტორაცკაიას ნეშტის თბილისში ჩამოსვენება ყველამ ექვთიმე თაყაიშვილის ბოლო სურვილის აღსრულებად აღვიქვით.
– ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძი აღსრულდა, – თქვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ჯიბლაძემ სამგლოვიარო მიტინგის გახსნისას, – ამისთვის დიდად იზრუნა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, რომლის დავალებითა და სახელით მოქმედებდა შემოქმედებითი მივლინებით საფრანგეთში მყოფი თვალსაჩინო ქართველი მხატვარი ზურაბ წერეთელი. მრავალი სიძნელის მიუხედავად, მან საქართველოში ჩამოასვენა 1931 წელს გარდაცვლილი ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტი.
მიტინგზე გამოვიდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივნები ჯანსუღ ჩარკვიანი და ლაშა თაბუკაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ-მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანი ანდრია აფაქიძე, რომლებმაც ილაპარაკეს ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი მეუღლის ზნეობრივ გმირობაზე.
გამორჩეული ემოციურობით იყო დამუხტული ლაშა თაბუკაშვილის სიტყვა. საზოგადოებაში მაშინ ჯერ კიდევ არ განელებულიყო ის ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც თითოეულ ქართველზე მოახდინა მამამისის – რეზო თაბუკაშვილის უაღრესად დახვეწილმა დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.
– ძნელია წმინდანთან ერთად სიარული ცხოვრების ეკლიან გზაზე! – თქვა იმ თავის გამოსვლაში ლაშა თაბუკაშვილმა, – თავად წმინდანის, დიდი ილია ჭავჭავაძის მიერ ნაკურთხმა კავშირმა, რამდენიმე ათეული წლით გაწყვეტილმა, დღეს ჰპოვა სამუდამო სასუფეველი. შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად, მკერდზე რომ ვარდსაც არ იკარებდი! ვინ იცის, იქნებ დიდუბის თბილი მიწა მეტი საზღაური იყოს, ვიდრე ვარდი და სამკაული, სიყმაწვილეშიც რომ უარყავით სილამაზით და სათნოებით სავსე ასულმა ერთი ხნიერი, ჭაღარა მეცნიერის გვერდზე ყოფნის გამო.
პოლტორაცკები წარმოშობით პოლონელები იყვნენ. გრაფი ევგენი პოლტორაცკი რუსეთის სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს სანკტ-პეტერბურგში გადასულა საცხოვრებლად. პეტერბურგში დღესაც დგას მისი სასახლე. დეკაბრისტულ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გრაფი კავკასიაში, ქუთაისის გუბერნიაში გადმოასახლეს. მან აქ ზედგენიძის ასული მოიყვანა ცოლად და ორი ვაჟი შეეძინა – სიმონი და ივანე. ნინოს მამა – ივანე პოლტორაცკი შემდეგში ცნობილი იურისტი გახდა და სიცოცხლის ბოლო 20 წელიწადი თბილისის ნიტურიუსად მსახურობდა. მას ილია ჭავჭავაძესთან ერთად უსწავლია თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და იქ დაწყებული მეგობრობა მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყოლიათ. ივანე პოლტორაცკის და ილია წინამძღვრიშვილს მიუძღვნა ილიამ თავისი პოემა „აჩრდილი“. ქართულის შესანიშნავად მცოდნე პოლტორაცკიმ „კაცია-ადამიანი“ და „გლახის ნაამბობი“ თარგმნა რუსულად. ეკატერინე გაბაშვილის გადმოცემით, ილია ერთადერთხელ უნახავთ თვალცრემლიანი და ისიც ივანე პოლტორაცკის დაკრძალვაზე. ილიას მოუნათლავს მისი მეგობრის პირმშო და თავისი სახელი დაურქმევია. ილიკო პოლტორაცკი სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფალა პარიზში და სამუშაოდაც იქვე დარჩა, ერთ-ერთ ბანკში.
პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ივანე პოლტორაცკის ნადეჟდა გაბაშვილი შეურთავს ცოლად და მასთან ექვსი შვილი შესძენია – ხუთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ნადო გაბაშვილი შეძლებული ოჯახის შვილი იყო და მშობლებმა კარგადაც გაამზითვეს. როცა ბელგიელებმა კონცესია მიიღეს ფუნიკოლიორის მშენებლობაზე, საამისოდ ნადეჟდა გაბაშვილის ნამზითვი ტერიტორიის ნაწილი მათ პოლტორაცკებისგან იყიდეს. ივანესა და ნადოს შვილები ბავშვობიდანვე კარგ ცხოვრებას იყვნენ მიჩვეული. გაბაშვილები ვეება მამულებს ფლობდნენ ოქროყანაში და ორი მშვენიერი სახლი ჰქონდათ თბილისში, დღევანდელ ზემელზე.
ექვთიმე კი უსახლკარო იყო და ქირით იდგა იაკობ გოგებაშვილთან. ერთხელაც ილიას იაკობისთვის უთხოვია, ხუთშაბათს ექვთიმეც მომიყვანე სადილადო. ილია ჭავჭავაძე დიდ პატივს სცემდა განათლებულ და შრომისმოყავრე ახალგაზრდას, რომელიც მაშინ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელს ედგა სათავეში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო და უკვე დაეარსებინა საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი – ერთ-ერთი პირველი სიძველეთსაცავი ჩვენს ქვეყანაში. ხუთშაბათობით ილიასთან ჟურფიქსი იმართებოდა – იკრიბებოდნენ ნაცნობ-მეგობრების და მწერლობასა თუ ქვეყნის ბედ-იღბალზე მსჯელობდენ, ბოლოს კი ყველაფერს კარგი ქართული პურობა აგვირგვინებდა.
იმ ხუთშაბათს, როცა იაკობ გოგებაშვილმა ჟურფიქსზე ექვთიმეც მიიყვანა, ილია ტრადიციულად თამადა ყოფილა და ექვთიმეს სადღეგრძელოში ასეთი რამ უთქვამს:
როდემდე უნდა იდგეს ბატონი ექვთიმე ბატონ იაკობთან ბინად? ახლა ის დროა ნინო პოლტორაცკაია შევრთათ ცოლადო.
უცნობია, რატომ იკისრა ილიამ მაშვლობა, მით უმეტეს, რომ პოლტორაცკები დიდი სიხარულით არ შეხვედრიან ამ ამბავს. ივანეს ერთმა ნათესავმა ექვთიმეს შემოუთვალა, ამ საქმეზე ჩვენთან მოსვლა არ გაბედო, თორემ იმ მეორე ფეხსაც მოგტეხავთო.
ექვთიმე სამი წლისა ხიდან ჩამოვარდნილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამიტომ არც თვითონ მიაჩნდა თავი ნინო პოლტორაცკაიას ჯუფთად და ღირსად. პირმშვენიერი ნინო მასზე 6 წლით უმცროსი იყო, მშობლიურ ქართულთან ერთად კარგად ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს, პარიზში მიეღო მუსიკალური განათლება და ღირსეული თაყვანისმცემლებიც არ აკლდა. ერთი მათგანი, შემდგომში ცნობილი ადვოკატი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი მოგვიანებით იხსენებდა, როგორ აჯობა მას ექვთიმემ. ჩანს, ილიას ინიციატივა პოლტორაცკების მთელ ოჯახთან თუ არა, ნინოსთან მაინც იყო შეთანხმებული.
ექვთიმემ კი, რომელიც მანამდე საკმაოდ ხშირად დადიოდა პოლტორაცკებთან, იმ მუქარის შემდეგ მათი ოჯახიდან ერთბაშად ამოიკვეთა ფეხი. ამას ნინოს წერილები მოჰყვა:
„ბატონო ექვთიმე, ნუ იფიქრებთ, იმიტომ გწერთ, რომ ჩვენთან მოსვლა გთხოვოთ. მე ხომ ვხედავ, როგორ იყენებთ ყოველგვარ საბაბს, რომ ჩვენთან მოუსვლელობა გაამართლოთ.“
„მე არაფერი ვიცი თქვენს შესახებ. გთხოვთ მომწეროთ ვრცელი წერილი, თუ რას ფიქრობთ ჩემზე – ავსა თუ კარგს. რატომ ბრძანდებოდით ასე მოწყენილი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას?! ველი თქვენს ბარათს და მჯერა, რომ მოლოდინი ამაო არ იქნება. ასე არაა?!“
„ჩემთვის ძალზე მტკივნეული იქნება, თუ რამით გაგანაწყენეთ. ენას არ ძალუძს იმ სიტყვების წარმოთქმა, ჩემი გულიდან ამოხეთქვას რომ ლამობენ. ჩემს სულში ახლა უმშვენიერესი დარია. რა ბედნიერება იქნებოდა, რომ უსიტყვოდ გრძნობდეთ ჩემს მდგომარეობას. ნუთუ ამ სიტყვების შემდეგაც ვერაფერს ხვდებით? იმედი მაქვს ოპერის თეატრში თქვენი ნახვისა და იქნებ გასაუბრებისაც“.
სხვა რაღაა სიყვარულის ახსნა, არ ვიცი. სადღაცა წავიკითხე, ცუდია, როცა სიყვარულის ახსნაში ქალი დაასწრებს ვაჟსო, მაგრამ ექვთიმესა და ნინოს შემთხვევა სრულიად განსაკუთრებულია. წმინდანის ამქვეყნიური ბედი ზეცაში გადაწყვეტილიყო და მის აღსასრულებლად განგებას ექვთიმესთვის ნინო გამოეგზავნა.
მაგრამ მათ დაქორწინება მხოლოდ ივანე პოლტორაცკის გარდაცვალების შემდეგ შეძლეს, 1895 წელს. ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს. მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყვნენ. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოაგზავნა. ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას, ამ კელაპტრების გარდა, თან არც არაფერი წაუღია. ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორეს ბედი კი უცნობია. ექვთიმე ანდერძში ითხოვდა, რომ ის მეორე კელაპტარი მისთვის ჩაეტანებინათ, მაგრამ ანდერძის შედგენისას ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში მოუწევდა დაბრუნება, ხოლო მისი ანდერძის აღმსრულებლები საფრანგეთში დარჩებოდნენ.
ახალდაქორწინებულებმა ბინა თავდაპირველად ეკატერინე გაბაშვილის სახლში დაიდეს. მერე კი ოლღას ქუჩაზე, ნინოს მზითვად მოყოლილ ახალაშენებულ სახლში გადავიდნენ და მთელი სართული დაიკავეს. ხშირად დადიოდნენ თეატრსა თუ ოპერაში. ნინოს ამის გარეშე არ შეეძლო. ექვთიმე ათას საქვეყნო საქმეში იყო გარბული. მალე მათ გვერდით დასახლდნენ ნინოს და, ანა პოლტორაცკაია და მისი მეუღლე ივანე ნიჟარაძე.
სწორედ ანა და ივანე ნიჟარაძე იყვნენ პირველები, რომლებმაც, შინ მობრუნებულებმა, ექვთიმესა და ნინოს მიერ თბილისის დატოვების ამბავი გაიგეს 1921 წლის 24 თებერვალს, თბილისში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების წინადღეს. მას შემდეგ მათ ნინო აღარ უნახავთ.
მეუღლე – არაერთ ღირსეულ მანდილოსანს შეეფერება ეს სიტყვა მთელი თავისი შინაარსითა და სისავსით. ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე – ნინო პოლტორაცკაია ერთ-ერთი უპირველესია იყო მათ შორის.
36 წლის მანძილზე იგი მხარში ედგა სახელოვან მეუღლეს, ცდილობდა გაეთავისუფლებინა იგი ყოველდღიური საოჯახო საზრუნავისგან, მიეცა მისთვის საშუალება, მთელი დრო და ენერგია სამეცნიერო და საზოგადო საქმიანობისთვის გაეხარჯა.
ათასწლეულთა გასაყარზე ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო პოლტორაცკაია კიდევ ერთხელ დავასაფლავეთ, მესამედ.
2000 წლის 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაწაულის წინადღეს, მათი ნეშტები დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე ავასვენეთ და მათი ოჯახის მესაძირკვლის ილია ჭავჭავაძის გვერდით დავკრძალეთ.
მეორე დღეს ნეშტების გადმოსვენებისადმი მიძღვნილ მიტინგზე მურმან ლებანიძემ თქვა:
-ჩვენ სასწაულის მონაწილენი ვხდებით: ორჯერ დაკრძალვისა და სხვადასხვა ცისქვეშ ორი-ორი საფლავის გამოცვლის შემდეგ, მესამედ დაკრძალვისას, დიდი ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო პოლტორაცკაია თავიანთი დიდი მეგობრების ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის გვერდით იკავებენ სამუდამო განსასვენებელს...
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა.
ასე რომ, დღეს მთაწმინდის პანთეონში გვერდიგვერდ განისვენებს ორი წმინდანი – წმინდა ილია მართალი და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი. განისვენებენ ერთგულ მეუღლეებთან – ოლღა გურამიშვილთან და ნინო პოლტორაცკაიასთან ერთად.
ერთია მხოლოდ გულდასაწყვეტი: ორივე წყვილი უშვილძიროდ გადაეგო.
ნინო პოლტორაცკაიამ თავის მესამე საფლავშიც ჩაიყოლა ის კელაპტარი, რომელიც მისი და ექვთიმეს ჯვრისწერისას ოლღა გურამიშვილმა აანთო.
http://www.guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=568

Комментариев нет:
Отправить комментарий